სამომხმარებლო შეთანხმება სერვისი Piastrix®-ის ზოგადი პირობების შესახებ

პრეამბულა

ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია წარმოადგენს ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირისათვის ოფიციალურ შეთავაზებას (საჯარო ოფერტას) Piastrix®-ის საგადახდო სერვისების გამოყენების შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულება არის საჯარო, ესე იგი მისი პირობები ერთი და იგივეა ყველა მომხმარებლისათვის.

საჯარო ოფერტა ასევე მიღებულად ითვლება აბონენტის მიერ პროვაიდერის საიტზე რეგისტრაციისთანავე, კერძოდ კი ამ შეთანხმების მე-3 პუნქტში აღნიშნული მოქმედებების შესრულებისთანავე, და ნებისმიერი ამოღებისა და/ან შეზღუდვის გარეშე შეთანხმების ყველა პირობის სრულად და უსიტყვოდ მიღებას ნიშნავს. პროვაიდერის საიტი მდებარეობს მისამართზე: https://piastrix.com. პროვაიდერი უფლებას იტოვებს შეცვალოს ეს შეთანხმება და/ან მასში დამატებები შეიტანოს პროვაიდერის საიტზე შეთანხმების ახალი რედაქციის გამოქვეყნების გზით. მომხმარებლის მხრიდან ასეთი შეთავაზების მიღებად ითვლება კონკლუდენტური მოქმედებები, რომელიც პროვაიდერის ნებისმიერი სერვისის ახალი პირობებით გამოყენებაში აისახება.

ხელშეკრულების ნომერს წარმოადგენს პროვაიდერის საიტზე რეგისტრაციის დროს გაცემული უნიკალური ნომერი.

  • 1. ზოგადი დებულებანი
    • 1.1. სამომხმარებლო შეთანხმება (შემდგომში - “შეთანხმება”) იდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შპს “ფინგეიტ”-ს (შემდგომში - “პროვაიდერი”) და საგადახდო სისტემის მომხმარებელს (შემდგომში - “კლიენტი”) შორის სერვისი Piastrix®-ის და/ან პროვაიდერის ნებისმიერი სხვა საიტის, დანართის, პროდუქტის, მომსახურების, საპროგრამო უზრუნველყოფის (შემდგომში - “პროვაიდერის სერვისები”) კლიენტის მიერ გამოყენების მიზნით.
    • 1.2. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილი ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
      • 1.2.1. კლიენტის იდენტიფიკაცია - კლიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, პროვაიდერის ვებ-საიტზე ავტორიზაცია.
      • 1.2.2. საფულე - გადახდის ელექტრონული საშუალება, რომელიც განკუთვნილია კლიენტის მიერ ანგარიშის გახსნის გარეშე გადარიცხვების განხორციელებისათვის, ელექტრონული ფულის გამოყენებით ანგარიშსწორებების ჩათვლით. წარმოადგენს ეგმ-ისათვის დამუსავებულ პროგრამას, რომლის ინტერფეისიც მოთავსებულია და/ან ხელმისაწვდომია ინტერნეტის ქსელში პროვაიდერის ვებ-საიტზე და აისახება ინტერნეტ-საიტების დათვალიერების პროგრამის (ბრაუზერის) მეშვეობით. ყოველ საფულეს მისი შექმნისას ავტომატურად მიენიჭება უნიკალური ნომერი, რომელიც ემთხვევა კლიენტთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების ნომერსა და ვირტუალური ანგარიშის ნომერს.
      • 1.2.3. სერვისი «Piastrix» - იმ მომსახურებების ერთობლიობა, რომელიც პროვაიდერის მხრიდან ეწევა კლიენტებს და რომელიც დაკავშირებულია ანგარიშის გახსნის გარეშე ფულედი სახსრების გადარიცხვასთან, ასევე გადახდის ისეთი ელექტრონული საშუალებების მიცემასთან, რომლის აღწერაც და რომლის შესახებ ინფორმაციაც განთავსებულია პროვაიდერის საიტზე.
      • 1.2.4. ელექტრონული ფული (ელექტრონული ფულადი სახსრები) - ფულადი სახსრები, რომელიც წინასწარ გადაცემული იქნა კლიენტის მიერ პროვაიდერისათვის მესამე პირების წინაშე არსებული კლიენტის ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიმართაც კლიენტი მხოლოდ საფულის მეშვეობით განკარგვის უფლებას ანიჭებს.
  • 2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
    • 2.1. კლიენტის უფლებები და მოვალეობები:
      • 2.1.1. კლიენტი ვალდებულებას იღებს დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, თავისი რეზიდენტობის ქვეყნის კანონმდებლობა, პროვაიდერისა და მესამე პირების უფლებები და კანონიერი ინტერესები.
      • 2.1.2. კლიენტი ვალდებულებას იღებს მისცეს სრული, მართალი და ზუსტი ინფორმაცია იმ ოდენობით, რომელიც საჭიროა პროვაიდერის მიერ მისი მომსახურების გასაწევად.
      • 2.1.3. კლიენტი ვალდებულებას იღებს განაახლოს საკონტაქტო მონაცემები და შეატყობინოს პროვაიდერს თავისი პერსონალური მონაცემების შეცვლის შესახებ ინფორმაცია, 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში იმ მომენტის დღიდან, როდესაც ისეთი მონაცემები შეიცვალა.
      • 2.1.4. კლიენტი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს საფულის აუტენტიფიკაციის საშუალებების დაცვა მესამე პირებისთვის კლიენტის პირადი სახსრების მიუწვდომლობის უზრუნველსაყოფად. აუტენტიფიკაციის საშუალებების კომპრომენტაციის ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია მისთვის ნებისმიერი მისაწვდომი ხერხით საკონტაქტო რექვიზიტების მიხედვით დაუყოვნებლივ აცნობოს პროვაიდერს ამგვარი სიტუაციებისა და მოვლენების შესახებ, ასევე მისი მიზეზებისა და სავარაუდო შედეგების შესახებ.
      • 2.1.5. კლიენტი ვალდებულებას იღებს არ გამოიყენოს ანონიმიზატორები (პროქსი-სერვერები, სოქს-სერვერები, “tor”-ის ტიპის განაწილებული ანონიმური ქსელები და ა. შ.) პროვაიდერის სერვისებთან მუშაობისას.
      • 2.1.6. კლიენტს გააჩნია მისთვის ნებისმიერ მოხერხებულ დროს თავის საფულესთან მიწვდომისა და მესამე პირების სასარგებლოდ არსებული ფულადი სახსრების გადარიცხვის უფლება.
      • 2.1.7. კლიენტს გააჩნია საბანკო ანგარიშზე ან სხვა საგადახდო სისტემებში გადარიცხვის გზით საფულეში დარჩენილი ფულადი სახსრების დაბრუნების უფლება./li>
    • 2.2. პროვაიდერის უფლებები და მოვალეობები:
      • 2.2.1. პროვაიდერი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს საგადახდო სისტემის ტექნიკური მხარდაჭერა მისი სრულფასოვანი და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.
      • 2.2.2. პროვაიდერი ვალდებულებას იღებს დადგენილი ვადების შესაბამისად შეასრულოს კლიენტის საგადახდო დავალება, ხოლო ასეთი ოპერაციის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში - განახორციელოს საგადამხდელო სახსრების კლიენტის საფულეზე დაბრუნება ტრანზაქციის განხორციელებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების, მათ შორის სერვისის გაწევისთვის პროვაიდერის საკომისიოს, გამოქვითვით.
      • 2.2.3. პროვაიდერი პასუხს არ აგებს კლიენტის პერსონალური მონაცემების დაკარგვაზე, თუ ასეთი დაკარგვა წარმოადგენს კლიენტის მიერ საინფორმაციო უშიშროების წესების დაუცველობის შედეგს.
      • 2.2.4. პროვაიდერს უფლება აქვს ვადამდელად და ცალმხრივი წესით შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება შემდეგ შემთხვევებში:
        • 2.2.4.1. კლიენტის მიერ წინამდებარე შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში;
        • 2.2.4.2. კლიენტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში;
        • 2.2.4.3. კლიენტის მიერ ისეთი საგადახდო დავალების ფორმირების შემთხვევაში, რომელიც ეხება საგადახდო სისტემა ««Piastrix»-ში მომსახურებისათვის აკრძალული (შეზღუდული) საქონლის და მომსახურების მიწოდებას (რომლის სრული ნუსხაც მოყვანილია წინამდებარე შეთანხმების №1 დანართში).
  • 3. საფულის მიცემა და მისი გამოყენების წესი
    • 3.1. კლიენტი ვალდებულია პროვაიდერის საიტზე გაიაროს იდენტიფიკაცია საფულესთან მიწვდომის მისაღებად. კლიენტის იდენტიფიკაცია ითვალისწინებს საფულის ტიპის მიხედვით კლიენტის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაციის წარმოდგენას.
    • 3.2. იდენტიფიკაციის დროს პროვაიდერი კლიენტს საფულის ტიპის არჩევის შესაძლებლობას აძლევს:
      • 3.2.1. გამარტივებული იდენტიფიკაციის საფულე:
        • 3.2.1.1. პროვაიდერის საიტზე იდენტიფიკაციისთვის კლიენტი ვალდებულია წარმოადგინოს თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
        • 3.2.1.2. კლიენტს უფლება აქვს გადახდის ოპერაციები შეასრულოს 50 USD-ის თანხაზე დღიურად, მარგამ არაუმეტეს 250 USD-ის თანხაზე თვის განმავლობაში (ან ეკვივალენტურ თანხებზე პროვაიდერის მიერ უზრუნველყოფილი სხვა საგადახდო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, გადახდის თარიღისთვის დადგენილი უფიციალური კურსის შესაბამისად).
        • 3.2.1.3. კლიენტს შეუძლია ნებისმიერ მომენტში საკუთარი სურვილით გაზარდოს იდენტიფიკაციის დონე პროვაიდერისათვის დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის გზით. განაცხადის განხილვის ვადა არაუმეტეს 3 სამუშაო დღეს შეადგენს.
      • 3.2.2. სრული იდენტიფიკაციის საფულე:
        • 3.2.2.1. პროვაიდერის საიტზე იდენტიფიკაციისთვის კლიენტი ვალდებულია წარმოადგინოს:
          • თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
          • პასპორტის ფურცლების სათანადო ხარისხის ასლები, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: კლიენტის ფოტო, პასპორტის ნომერი, დაბადების თარიღი, დოკუმენტის გაცემის თარიღი და გამცემი ორგანო, პასპორტის მოქმედების ვადა;
          • საცხოვრებელი ადგილის მისამართის დადასტურება.
        • 3.2.2.2. კლიენტს უფლება აქვს განახორციელოს გადახდის ოპერაციები იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება საგადახდო სისტემის მიერ ფულადი სახსრების გაყვანის მიმართ დადგენილ ლიმიტს (ან ეკვივალენტურ თანხებზე პროვაიდერის მიერ უზრუნველყოფილი სხვა საგადახდო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, გადახდის თარიღისათვის დადგენილი უფიციალური კურსის შესაბამისად).
      • 3.2.3. პროვაიდერის ტარიფები.
          პროვაიდერ სისტემაში გადარიცხვის ოპერაციების კომისია - 0%
          დეპოზიტის ან გადარიცხვების კომისიები სხვა პიესტემებზე ხელმისაწვდომია მომხმარებლის პირადი ანგარიშზე.
    • 3.3. პროვაიდერს უფლება აქვს განახორციელოს კლიენტის საფულის ბლოკირება:
      • 3.3.1. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინიციატივით;
      • 3.3.2. კლიენტის ინიციატივით;
      • 3.3.3. საკუთარი ინიციატივით ერთ-ერთ ქვემოთ მოყვანილ შემთხვევაში:
        • 3.3.3.1. კლიენტის მიერ წინამდებარე შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში;
        • 3.3.3.2. კლიენტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში;
        • 3.3.3.3. კლიენტის მიერ ისეთი საგადახდო დავალების ფორმირების შემთხვევაში, რომელიც ეხება საგადახდო სისტემა «Piastrix» -ში მომსახურებისთვის აკრძალული (შეზღუდული) საქონლისა და მომსახურების მიწოდებას (რომლის სრული ნუსხაც მოყვანილია წინამდებარე შეთანხმების №1 დანართში).
    • 3.4. საფულის ბლოკირებას პროვაიდერის მიერ ყველა ოპერაციის განხორციელების შეწყვეტა მოსდევს.
    • 3.5. საფულის დახურვა:
      • 3.5.1. კლიენტს უფლება აქვს დახუროს საფულე საკუთარი გადაწყვეტილებით კლიენტისთვის მოხერხებულ ნებისმიერ დროს. საფულის დასახურად კლიენტი ვალდებულია:
        • 3.5.1.1. განახორციელოს კლიენტის ბალანსზე არსებული სახსრების გაყვანა პროვაიდერისთვის ხელმისაწვდომი ერთ-ერთი მეთოდით გადარიცხვის გზით;
        • 3.5.1.2. წარმოადგინოს დახურვის თაობაზე განაცხადი პროვაიდერის მხარდაჭერის სამსახურში.
      • 3.5.2. პროვაიდერს უფლება აქვს დახუროს საფულე, თუ:
        • 3.5.2.1. მას მიღებული აქვს კლიენტის შესაბამისი განაცხადი;
        • 3.5.2.2. მოხდა წინამდებარე შეთანხმების პირობების დარღვევა კლიენტის მხრიდან;
        • 3.5.2.3. მოხდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა კლიენტის მხრიდან;
        • 3.5.2.4. მოხდა კლიენტის მიერ ისეთი საგადახდო დავალების ფორმირება, რომელიც ეხება საგადახდო სისტემა «Piastrix»-ში მომსახურებისთვის აკრძალული (შეზღუდული) საქონლისა და მომსახურების მიწოდებას (რომლის სრული ნუსხაც მოყვანილია წინამდებარე შეთანხმების №1 დანართში).
        • 3.5.2.5. კლიენტის საფულეს აქვს ნულოვანი ბალანსი და არ გამოიყენება 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
  • 4. პრეტენზიებისა და დავების განხილვის წესი
    • 4.1. სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული კლიენტის პრეტენზიები პროვაიდერის მიერ განსახილველად მიიღება მხოლოთ წერილობითი ფორმით და არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში სადავო სიტუაციის წამოჭრის თარიღიდან. კლიენტის პრეტენზიების განხილვის ვადა შეადგენს არაუმეტეს 30 (ოცდაათ) სამუშაო დღეს.
    • 4.2. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სერვისების გამოყენების პროცესში, წყდება მოლაპარაკების გზით.
    • 4.3. იმ შემთხვევაში, თუ დავის გადაწყვეტა ამ შეთანხმების 4.1. პუნქტის წესით შეუძლებელი აღმოჩნდება, ისეთი დავა გადაწყდება კომპეტენტური სასამართლოს მიერ სერვისის ადგილსამყოფელის მიხედვით.
  • 5. სხვა დებულებანი
    • 5.1. მხარეები მოვალეობების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ მოვალეობების შეუსრულებლობა წარმოადგენს გადაულახავი ძალის გარემოებების მოქმედების შედეგს, რომელიც წამოიჭრა მათ მიერ წინამდებარე შეთანხმებისადმი მიერთების შემდეგ, ან ისეთი საგანგებო მოვლენების დადგომის შედეგს, რომლის აცილება ან გათვალისწინება დადგომამდე შეუძლებელი იყო. ის მხარე, რომლისათვის მოქმედებს გადაულახავი ძალის გარემოებები, ამის შესახებ უნდა აცნობოს მეორე მხარეს ამ გარემოებების დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში.
    • 5.2. პროვაიდერი პასუხს არ აგებს იმ რისკებზე, რომელიც არ არის დამოკიდებული თვით პროვაიდერზე, ისეთი ფორსმაჟორული გარემოებების ჩათვლით, რომლის შედეგიც გახდა კლიენტის ანგარიშზე რიცხული სახსრების უზრუნველყოფის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა, მაგალითად ხანძრის შემთხვევაში ან ციფრული ვალუტის დადასტურებული მარაგის უზრუნველმყოფელი სახსრების მისაწვდომობის შეზღუდვის სხვა შემთხვევებში (ბანკების, საგადახდო სისტემების ბანკროტობა, კლიენტის ანგარიშზე რიცხული ციფრული ვალუტის უზრუნველყოფის მისაწვდომობის სრულ ან ნაწილობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებული სხვა შემთხვევები).
    • 5.3. შესაბამისი ელექტრონული განკარგულებებისა და შეტყობინებების ნამდვილობის დადასტურებისას პროვაიდერის მონაცემთა ბაზების ჩანაწერებს პრიორიტეტი აქვს კლიენტის მონაცემთა ბაზების მონაცემების წინაშე.
    • 5.4. კლიენტს უფლება არა აქვს პროვაიდერის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირებს გადასცეს თავისი უფლებები და მოვალეობები, რომელიც გამომდინარეობს ამ შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობიდან.
პუბლიკაციის თარიღი: 18.12.2018

სერვისი Piastrix®-ის ზოგადი პირობების შესახებ სამომხმარებლო შეთანხმების დანართი №1

მომსახურებისთვის აკრძალული (შეზღუდული) საქონლის და მომსახურების კატეგორიების ნუსხა:

  • კატეგორია “მხოლოდ უფროსებისათვის”
  • ხელოვნება
  • არტეფაქტები, დაკრძალვასთან დაკავშირებული საქონელი
  • კატალიზური გარდამქმნელები და სენსორების მილაკები
  • მობილური (უსადენო) ტელეფონების მომსახურების ხელშეკრულებები
  • საქველმოქმედო მიზნებისთვის ფულადი სახსრების შესაგროვებლად განთავსებული განცხადებები
  • ნახმარი კოსმეტიკა
  • კონტრაფაქტური ფულადი ნიშნები და მარკები
  • საკრედიტო ბარათები
  • ვალუტა: გაყიდვა
  • სამკურნალო და სამკურნალოს მსგავსი საშუალებები და ნივთიერებების აღწერები
  • სამკურნალო პრეპარატები და საკუთნო
  • ელექტრონული მოწყობილობები - მაგალითად: საკაბელო დეშიფრატორები, რადიოლოკაციური ანტენები და საგზაო მოძრაობის მართვის მოწყობილობები
  • ელექტრონული მოწყობილობები დათვალიერებისათვის - მაგალითად: მოსმენის ელექტრონული აპარატურა და სატელეფონო აპარატში მოსმენის მოწყობილობები
  • ემბარგოს ქვეშ მყოფი საქონელი და აკრძალვის ქვეშ მყოფი ქვეყნები - მაგალითად: საქონელი კუბიდან
  • ცეცხლსასროლი იარაღი, თავდაცვის საშუალებები და დანები - მაგალითად: წიწაკის აეროზოლები, იარაღის მაკეტები და შოკური მოქმედების იარაღი.
  • საკვები პროდუქტები და ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი საქონელი
  • სამთავრობო დოკუმენტები, მოწმობები და ლიცენზიები
  • საგნები, რომელიც ეხება მთავრობას, ტრანზიტსა და მიწოდებას - მაგალითად: თვითმფრინავების ექსპლუატაციის სახელმძღვანელოები, მეტროპოლიტენის თანამშრომლების უნიფორმები და აშშ-ის საფოსტო სამსახურის (USPS) საფოსტო კორესპონდენციისთვის განკუთვნილი ტომრები
  • ცეცხლსაშიში მასალები - მაგალითად: აკუმულატორები, ფეიერვერკები და გამაგრილებლები
  • ადამიანების ნეშტები და სხეულის ნაწილები
  • უკანონო მოქმედებების ჩასადენად წამქეზებელი საქონელი - მაგალითად: ელექტრონული წიგნი მეტამფიტამინის დამზადების შესახებ
  • კლიტების გახსნის მოწყობილობები
  • ლატარეის ბილეთები
  • დაგზავნის სიები და პირადი ინფორმაცია
  • მწარმოებელთა კუპონები
  • სამედიცინო ხელსაწყოები - მაგალითად: საკონტაქტო ლინზები, კარდიოსტიმულატორები და ქირურგიული ინსტრუმენტები
  • სამხედო საქონელი (ასევე იხ. კატეგორია “ცეცხლსასროლი იარაღი, თავდაცვის საშუალებები და დანები” )
  • მრავალდონიანი მარკეტინგი, პირამიდები და მეტრიკული პროგრამები
  • შეურაცხმყოფელი მასალები - მაგალითად: რასობრივი ან ეტნიკური მიზეზების მიხედვით შეუსაბამო შეურაცხმყოფელი მასალები, და ნაცისტური ატრიბუტიკა
  • პესტიციდები
  • მცენარეები და თესლები
  • სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული საქონელი
  • პოლიტიკური სუვენირები (რეპროდუქციები)
  • ფრანკირების მანქანები
  • რეცეპტურული მედიკამენტები
  • აკრძალული მომსახურებები
  • უძრავი ქონება
  • უკან გამოძახებული საქონელი
  • სათამაშო ავტომატები
  • მარკები
  • აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები
  • მოპარული საქონელი
  • დათვალიერების მოწყობილობები
  • თამბაქოს ნაწარმი და მოსაწევი ნარევები
  • სარეველა მცენარეები
  • ძვირფასი ქვები და ლითონები და მისი ნაწარმი
  • ვნების მომტანი საპროგრამო უზრუნველყოფა