დანაშაულებრივი გზით მოპოვენული ფულადი სახსრების ლეგალიზაციის აღკვეთის პოლიტიკა (AML)


ფულადი სახსრების გათეთრებასთან ბრძოლა (anti-money laundering — AML) შეიცავს ზომების კომპლექსს, რომელიც მიმართულია დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისათვის ქვეყნის ფინანსური სისტემის ან კონკრეტული საფინანსო დაწესებულების გამოყენების აღკვეთისკენ. ამ ზომების დამუშავებასა და დანერგვას ახორციელებენ საერთაშორისო და ეროვნული ინსტიტუტები, საბანკო და საქმიანი თანამეგობრობა.ქვემოთ აღწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც თავისი საქმიანობის პროცესში აწარმოებს კომპანია Moneytime Sp. z o.o.-ი AML-ის პოლიტიკის ფარგლებში:
  • ჩვენი ხელმძღვანელობის სტრუქტურაში მუშაობს უმაღლესი დონის თანამდებობის პირი, რომლის მთავარ ამოცანასაც წარმოადგენს AML-თან დაკავშირებული კომპანია Moneytime Sp. z o.o.-ის პოლიტიკისა და პროცედურების, მსოფლიოს პრაქტიკისა და ნორმატიული აქტების დაცვის ზედამხედველობა.
  • ჩვენ ვენდობით ჩვენი კომპანიის მაღალკვალიფიცირებულ თანამშრომლებს, რომლებიც კლიენტებთან მჭიდრო კონტაქტში მუშაობენ: როგორც უშუალოდ კლიენტებთან მომუშავე სპეციალისტებს, ასევე განყოფილებებისა და სამმართველოების ხელმძღვანელებს. საკლიენტო პოლიტიკის ნაწილის სახით კომპანიაში დანერგილია პროგრამა სახელწოდებით "იცოდე თავისი კლიენტი", რომლის მთავარი მიზანია სრული გაგება და ინფორმირებულობა იმ პარტნიორების შესახებ, რომელთანაც საქმიან ურთიერთობაში შევდივართ.
  • ჩვენ ვიცავთ ფულადი სახსრების გათეთრებასთან ბრძოლისკენ მიმართული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესაბამისი სამართებლივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომპანია საქართველოს თანამდებობის პირებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებთან თანამშრომლობს.
  • ჩვენ თვალს ვადევნებთ ფულადი სახსრების ლეგალიზაციასთან ბრძოლის დარგში უახლეს მსოფლიო ტენდენციებს, რომელსაც ჩვენი კომპანიის საქმიანობაში ვნერგავთ.
  • გვესმის, რომ ფულადი სახსრების გათეთრების აღკვეთა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების კონსტატაცია წარმოადგენს შეუწყვეტელ პროცესს, რომელიც მუდმივ ყურადღებასა და უკანონო ფინანსური სქემების გამოვლენის უნარს მოითხოვს.

AML-თან დაკავშირებული მთავარი რესურსები და საკანონმდებლო აქტები:

  1. Government of Poland. "Counteracting money laundering and financing of terrorism Act" (USTAWA z dnia 1 marca 2018 r. o przeciwdziałaniu praniu pieniędzy oraz finansowaniu terroryzmu). http://prawo.sejm.gov.pl/isap.nsf/download.xsp/WDU20180000723/T/D20180723L.pdf
  2. Financial Action Task Force on Money Laundering
  3. Office of Foreign Assets Control (OFAC) of the US Department of the Treasury
  4. Financial Crimes Enforcement Network (FinCEN)
  5. International Money Laundering Information Network (IMoLIN)