კონფიდენციურობის პოლიტიკა


პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციურობის წინამდებარე პოლიტიკა (შემდგომში - "პოლიტიკა") გამოიყენება მთელი იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც საგადამხდელო მომსახურების პროვაიდერმა შპს "ფინგეიტმა" (შემდგომში - "პროვაიდერი") შეიძლება მიიღოს საგადამხდელო სისტემის მომხმარებლის შესახებ (შემდგომში - "კლიენტი") უკანასკნლის მიერ სერვისი Piastrix®-ის და/ან პროვაიდერის ნებისმიერი საიტის, დანართის, პროდუქტის, მომსახურების, საპროგრამო უზრუნველყოფის (შემდგომში - "პროვაიდერის სერვისები") გამოყენების მიზნებისათვის.

პროვაიდერის სერვისების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ კლიენტი გაცნობილია წინამდებარე პოლიტიკას და უსიტყვოდ ეთანხმება მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მასში აღნიშნულ პირობებს; წინამდებარე პირობების მიუღებლობის შემთხვევაში კლიენტმა თავი უნდა შეიკავოს პროვაიდერის სერვისების გამოყენებისგან.


  • 1. კლიენტების პერსონალური ინფორმაცია
    • 1.1. წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის "კლიენტის პერსონალური ინფორმაცია" ნიშნავს ისეთ ინფომაციას, რომელიც:
      • 1.1.1. წარმოიდგინება თვით კლიენტის მიერ პროვაიდერის ნებისმიერ სერვისში რეგისტრაციის დროს;
      • 1.1.2. წარმოიდგინება თვით კლიენტის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციის/ სრული იდენტიფიკაციის ჩატარების დროს;
      • 1.1.3. წარმოიდგინება თვით კლიენტის მიერ პროვაიდერის ნებისმიერი სერვისების გამოყენების დროს;
      • 1.1.4. ავტომატურად გადაეცემა პროვაიდერს პროვაიდერის სერვისების გამოყენების დროს, მათ შორის IP-მისამართი, cookies-ის შესახებ ინფორმაცია, პროვაიდერის სერვისებთან მიწვდომის განმახორციელებელი კლიენტის ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, დაკავშირების დრო, შეკითხვის გვერდის მისამართი.
    • 1.2. წინამდებარე პოლიტიკა გამოიყენება მხოლოდ იმ მონაცემების მიმართ, რომელსაც კლიენტი პროვაიდერს სერვისების გამოყენების პროცესში წარმოადგენს. პროვაიდერი პასუხს არ აგებს კლიენტის მიერ მესამე პირების საიტებზე პერსონალური ინფორმაციის განთავსებაზე, მათ შორის, თუ საიტის ბმული განთავსებულია პროვაიდერის საიტზე.
    • 1.3. პროვაიდერი არ ამოწმებს კლიენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალური ინფორმაციის ნამდვილობას, მაგრამ იმ დარწმუნებიდან ამოდის, რომ კლიენტს წარმოდგენილი აქვს სრული და უტყუარი ინფორმაცია, და განაახლებს ამ ინფორმაციას მისი შეცვლის შემთხვევაში.

  • 2. კლიენტის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პირობები:
    • 2.1. პროვაიდერი აგროვებს და ინახავს კლიენტის მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც გამოიყენება პროვაიდერის სერვისების გაწევის თაობაზე კლიენტს და პროვაიდერს შორის დადებული სამომხმარებლო ხელშეკრულების ფარგლებში, იმ შემთხვევების გამონაკლისით, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე განსაზღვრულია.
    • 2.2. კლიენტის პერსონალური ინფორმაციის მიმართ უზრუნველყოფილი იქნება კონფიდენციურობის დაცვა.
    • 2.3. პროვაიდერს პერსონალური ინფორმაცია შეუძლია გამოიყენოს შემდეგი მიზნებით:
      • 2.3.1. პროვაიდერის სერვისების გაწევის თაობაზე კლიენტს და პროვაიდერს შორის დადებული სამომხმარებლო ხელშეკრულების ფარგლებში;
      • 2.3.2. კლიენტთან დასაკავშირებლად;
      • 2.3.3. პროვაიდერის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება, კლიენტისათვის პროვაიდერის პერსონალიზებული სერვისების შეთავაზება;
      • 2.3.4. კლიენტებისთვის მარკეტინგული აქციებისა და ღონისძიებების ჩატარება.
    • 2.4. პროვაიდერს შეუძლია გადასცეს კლიენტის პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც:
      • 2.4.1. კლიენტისგან მიღებულია მესამე პირებისთვის მონაცემების გადაცემის თანხმობა;
      • 2.4.2. გადაცემა საჭიროა სერვისების გაწევის თაობაზე კლიენტს და პროვაიდერს შორის დადებული სამომხმარებლო ხელშეკრულების ფარგლებში პროვაიდერის მიერ თავისი მოვალეობების განსახორციელებლად;
      • 2.4.3. გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ხორციელდება მომსახურების გაწევა;
      • 2.4.4. პროვაიდერი საფუძვლიანად ვარაუდობს, რომ კლიენტი თავისი მოქმედებებით არღვევს სერვისების გაწევის თაობაზე კლიენტს და პროვაიდერს შორის დადებული სამომხმარებლო ხელშეკრულების პირობებს და/ან საქართველოს კანონმდებლობის დებულებებს.
    • 2.5. კლიენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისას პროვაიდერი ხელმძღვანელობს "პერსონალურ მონაცთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით (https://matsne.gov.ge/ru/document/download/1561437/3/ru/pdf).

  • 3. კლიენტის მიერ პერსონალური ინფორმაციის შეცვლა და მოცილება
    • 3.1. კლიენტის პერსონალური ინფორმაციის შეცვლა და მოცილება ხორციელდება პროვაიდერის შესაბამისი სერვისების სამომხმარებლო შეთანხმებით დადგენილი წესით. პროვაიდერის სერვისების ფარგლებში კლიენტისათვის შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ან მისი ნაწილის შეცვლის (განახლების, დამატების) ფუნქციონალური შესაძლებლობა. შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენება რეგულირდება პროვაიდერის მოცემული სერვისის მიმართ გამოსაყენებელი შეთანხმებებით.
    • 3.2. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად პროვაიდერს შეიძლება დაეკისროს პროვაიდერის სერვისების გამოყენების პროცესში მიღებული კლიენტის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების / შენახვის მოვალეობა. ამგვარი დამუშავება / შენახვა პროვაიდერის მიერ ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, საფუძვლებზე და ვადებში.

  • 4. კონფიდენციურობის პოლიტიკის შეცვლა
    • 4.1. პროვაიდერს უფლება აქვს კლიენტს შესთავაზოს წინამდებარე პოლიტიკის შეცვლა და/ან დამატება შემდეგ მისამართზე: (https://piastrix.com) მდებარე ინტერნეტ-საიტზე პოლიტიკის ახალი რედაქციის გამოქვეყნების გზით. მომხმარებლის მხრიდან ასეთი შეთავაზების მიღებად ითვლება კონკლუდენტური მოქმედებები, რომელიც პროვაიდერის ნებისმიერი სერვისის ახალი პირობებით გამოყენებაში აისახება.
პუბლიკაციის თარიღი: 18.12.2018